„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/89 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.“
|