„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში (სსმ 16/08/2010 190040000.35.160.000289) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.“
|