„ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010320020.35.146.016067
„ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 050111, 04/01/2011; 010320010.35.146.016005) ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე

კრებსითი — სრული ვერსია