„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.146.016066
„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, 29, 24/09/2010; 010250020.35.146.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა ) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, “;

ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ქურთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას “.

გ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე

კრებსითი — სრული ვერსია