|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 17.07.2014. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 40. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება 1. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებულ იქნეს ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებები. 2. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 ნოემბრამდე დამტკიცებულ იქნეს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია; გ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი; საჯარო ინფორამციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|