,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.162.016264
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №47

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი: 

,,ი) აწარმოოს კონტროლი მოიჯარეთა მიერ მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე (საიჯარო ქირის გადახდაზე მონიტორინგი)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია