საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1465
2014 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი