საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1442
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017548
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1442

 2014  წლის 15 აგვისტო 

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთი­ერთ­გაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის მე-3 მუხლის 3.6 პუნქ­ტის და მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 4 ივლისიდან მისი ავტომატურად გაუქმების (იურიდიული ძალის დაკარგვის) თაობაზე, შპს „Грин Апекс“-ის მიერ ამავე მემორანდუმის მე-3 მუხლის 3.1 პუნქ­ტითა და მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდე­ბულებების მემო­რანდუმით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქარ­თველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავ­რო­ბის შესაბამისი განკარგულების ასლის შპს „Грин Апекс“-ისათვის გა­დაცემა.

 

  პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია