გ. ჯავახიშვილის, ლ.ხუციშვილისა და მ.ბარათაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1432
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017538
გ. ჯავახიშვილის, ლ.ხუციშვილისა და მ.ბარათაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

       საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1432

 2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

გ. ჯავახიშვილის, ლ.ხუციშვილისა და მ.ბარათაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-4მუხ­­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქარ­თვე­ლოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესითსაქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქარ­თვე­ლოს პარ­ლამენტის საკომიტე­ტო და პლე­­­­­­ნარულ სხდომებზე მომხსე­ნებ­ლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯავახიშვილი და ლაშა ხუციშვილი. ასევე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი.

 

 

  პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია