ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-26
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.119.016194
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

 

(ძალადაკარგულია -  26.08.2015, №27)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1)
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი №1

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მუხლი 1
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 420 ლარით ყოველთვიურად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.

მუხლი 2
საკრებულოს წევრებს რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და საქმიანობის  განხორციელებისათვის თითოეულს მიეცეს თანხა თვეში 420 ლარის ოდენობით.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.

მუხლი 3
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 


კრებსითი — სრული ვერსია