ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2026-01-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016215
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №19

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი­ლება (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ.).

ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექ­მნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ. გვ. 11,12).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში - „მერია“) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამ­დე­ბობის პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში -  „მერი”) დაქვემ­დე­ბარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლე­ბამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამარ­თლებრივი აქტებით განსაზ­ღვრული წესით.

2. „მერია“ შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“-ს შესაბამისად.

3. მერიის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო), შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. მერია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, ქალაქის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.

5. მერიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. მერია არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების  მეშვეობით.

7. მერია არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

8. მერიას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტი­ტუ­ლიანი ბლანკი თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოს გამოსახულებით და საკუ­თარი სახელწოდების აღნიშვნით.

9. მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www.batumi.ge.

10. მერიის სამართალწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

11. მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

12. დაუშვებელია მერიის სისტემაში არსებობდეს სტრუქტურული ერთეული, რომე­ლიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დებულებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


მუხლი 2. მერიის საქმიანობის პრინციპები
1. მერიის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთ­გაწონასწო­რებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი

ორგანო -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი


მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს  -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებები
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს - ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლიტეტის მერი.

2. მერი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგა­ნო­სადმი მიკუ­თვ­ნე­ბულ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ორგანული კანონის „ად­გი­ლობ­რივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, წინამდებარე დებუ­ლების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკრებულოს ად­მი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3.  მერი:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას , აგ ­­ რეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამ­დებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსა­ხურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირე ­ ბის ­ თ ­ ვის უფლებამოსილებების დელეგირებას , გარდა ამ პუნქტის „ ა . ა “−„ ა . გ “, „ ბ . ა “−„ ბ . გ “, „ დ . კ “, „ ე . ვ “ და „ ე . ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსი ­ ლე ­ ბები ­ სა , აგრეთვე იმ უფლებამოსი ­ ლე ­ ბე ­ ბი ­ სა , რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართველობის კო ­ დექ ­ სი “ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკი ­ ცე ­ ბას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს ; ახდენს მერიის თა ­ ნამდებობის პირე ­ ბის ­ თვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დე ­ ლე ­ გი ­ რებას კანო ­ ნით / უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათ ­ ვა ­ ლის ­­ წინებულ შემთხვე ­ ვა ­ ში . უფლებამოსი ­ ლე ­ ბის დე ­ ლეგირება შეიძ ­ ლე ­ ბა გა ­ ნ ­ ხორ ­ ციელ ­ დეს შესაბამისი სტრუ ­­ ქტურული ერ ­ თეუ ­ ლის დე ­ ბ ­ უ ­ ლ ­ ების დამტკიცებით ( მა ­ სში ცვლი ­ ლებების შე ­ ტ ­ ა ­ ნ ­ ით ) ან / და უფლებამოსილების დე ­ ლეგი ­ რებისათვის ცალკე სამა ­ რ ­ თლებრივი აქტის გა ­ მ ­ ოცემით . მერის მიერ უფლება ­ მო ­ სი ­­ ლე ­ ბ ­ ის დელეგი ­ რე ­ ბა არ კრძალავს ამავე უფ ­ ლე ­­ ბა ­ მო ­ სი ­ ლების უშუალოდ მერის მიერ განხორ ­ ცი ­ ელებას , თუ კა ­ ნონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ;

ა.ზ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გა ­ დაწ ­ ყ ­ ვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპ ­ ლი ­ ნუ ­ რი პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგ­ლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისა­ღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწ­ვე­ვის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსა­ხილ­ვე­ლი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რი­ვი აქტების აღსრულებას;

ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპა­ლუ­რი სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;

ბ.ვ) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლე­სო­ბით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლე­ბელია, თუ მას გავლილი აქვს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვით­მმართ­ველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცე­ბული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შეს­რუ­ლე­ბის ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დად­გე­ნი­ლი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხ­ლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგი­ლობ­რივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ვ) ამტკიცებს მერიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას და ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;

გ.ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას; 

გ.თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგ­რა­მე­ბი­სა და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გადაწყვე­ტი­ლე­ბას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნი­ციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძ­რავი ქო­ნების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფ­ლე­ბით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წე­სით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გა­ცე­მის საკითხს;

დ.დ1) უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონო¬მიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იუ¬რი¬დიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს;

დ.დ​2) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით დებს ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ; 

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქო­ნების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელ­შეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებუ­ლი/დასა­კის­რებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირე­ბუ­ლი პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფ­ლების საკითხი, გარ­და ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გა­დაწ­­ყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებ­ლო­ბას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას. ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სა­კუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპ­რი­ვა­ტიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთ­ვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემ­თ­ხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შე­სა­ბა­მისი პირობების შესრულებაზე. ამ მიზ­ნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკ­რუ­ლე­ბიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრ­თ­ხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალ­დე­ბულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს და­მა­ტე­ბით ვადებს, იღებს გადა­წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სა­ხელ­შეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

დ.მ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების კანონმდებლობით დად-გენილი წესით პრივატიზების შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფ¬ლე¬ბით გადაცემის შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქ¬ციების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ;

დ.ნ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკ­­ვეთების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტ­რა­ციის მიზნით კანონ­მდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და გამოსცემს შე­სა­ბა­მის სამართლებრივ აქტებს. იღებს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ თვი­თ­­მმარ­თველი ერ­თე­ულის და მეორეს მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზ­ღ­ვ­რე­ბის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე;

დ.ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას. როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს;
დ.პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
დ.ჟ) როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ითანხმებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;

დ.რ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შე­თან­­ხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურ­თიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლება­მო­სი­ლებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგ­მე­ბის მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორ­ციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განა­შენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;

[ე.დ​1) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმას;

ე.დ​2) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტ­რა­­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს, მათ შორის, საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე . ვ 1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან / და დელეგირებული უფლებამო ­ სი ­ ლე ­ ბის განხორციელების ( მათ შორის , შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ) მიზნით ქმნის კომისიებს , რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანო ­ ნით / უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან / და კანონის საფუძ ­ ველ ­ ზე გამოცემული კანონქვემ ­ დე ­ ბა ­ რე ნორმატიული აქტით ;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ი) (ამოღებულია - 19.12.2023, №40);

ე.კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართ­ლ­ე­ბ­რივ აქ­ტს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლე­გ­ა­ლიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ;

ე.ლ) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას;

ე.მ) (ამოღებულია - 29.09.2015, №25);

ე.ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას გარე რეკლამის განთავსების ნებართვის, ასევე გარე ვაჭრობისათვის საზო­გადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით;

ე.ო) ღებულობს გადაწყვეტილებას პარკირების ადგილების განკარგვასთან დაკავში­რებით;

ე.პ) ღებულობს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეგულარული სამ­­გზავრო გადაყვანების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

ე.ჟ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გამო­ცე­მულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივ­რებ­თან დაკავშირებით;

ე.რ) იწვევს და ხელმძღვანელობს მერის თათბირებს;

ე.ს) ხელწერით ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის მე­რიიდან გასვლის ფაქტს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ, მერს, მერიას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს  ან/და მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს, ახორციელებს მერიის წარმო­მადგენლობას სახელმწიფო ორგა­ნოებ­თან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთი­ერ­თობისას;

ე.ტ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომ­დი­ნა­რე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს განსახილველად წა­რუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვ­ნებ­სა და რეკო­მენ­და­ციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შეს­რუ­ლე­ბას;

ე.უ) განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ­სით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრეს;

ე.ფ) ღებულობს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებასთან დაკავში­რე­ბით;

ე.ქ) (ამოღებულია - 28.06.2017, №13)

ე.ღ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვითმმა­რ­თ­­ვე­ლობის კოდექსი“-ს მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუ­ნი­ცი­პა­ლიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბას, თუ ასეთი უფლებამოსილების განხორ­ციე­ლე­­ბ­ა ამავე კანონით არ წარმოადგენს უშუალოდ საკრებულოს კომპეტენციას;

ე.ყ) ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკ­რებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. (ამოღებულია - 16.03.2018, №18).

5. მერის თანამდებობობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შე­წყვეტის, საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.10.2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 21.12.2023წ.


თავი III
ვიცე-მერი, მოადგილეები და მათი უფლება-მოვალეობები

მუხლი 4. ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები)
1. მერს ჰყავს ვიცე - მერი და მოადგილე ( მოადგილეები ), რომელთაც საქართველოს ორგა ­ ნუ ­ ლი კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ შესაბამისად თანამდებო ­ ბაზე ნიშ ­ ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მერის არყოფნისას ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლო­ბისას მერის მოვალეობას ასრულებს ვიცე-მერი.

3. ვიცე-მერი და მოადგილეები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:
ა) ხელმძღვანელობენ მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;
ბ) ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას;
დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ ბათუმის მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.

4. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილება განისაზღვრება უფლე­ბამო­სი­ლების დელეგირების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტ(ებ)ით;

5. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამ­სა­ხუ­რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩე­რე­ბის საფუძ­ვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რთვე­ლობის კოდექსის“ შესაბამისად;

6. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორ­ციე­ლებს მერი;

7. ვიცე-მერი, მერის მოადგილ(ეებ)ი ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


თავი IV
მერიის ფუნქციები და  სისტემა

მუხლი 5. მერიის ფუნქციები
მერია მის სისტემაში შემავალი სამსახურების მეშვეობით უზრუნ­ველყოფს მერის უფ­ლე­ბამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებუ­ლებით და სხვა სამარ­თლებრივი აქ­ტე­ბით განსაზღვრული წესით.

მუხლი 6. მერიის სისტემა
1. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან .

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები ( სამსახურები ) იქმნება / უქმდება და მათი დასა ­ ხე ­ ლე ­ ბები განისაზღვრება ამ დებულებით .

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.


მუხლი 7. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური;
ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) (ამოღებულია - 19.12.2023, №40);
ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.
2. სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კოორდინაციას უწევენ  შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობას, ახდენენ მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორ­ციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორ­გა­ნული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა სამარ­თლებ­რი­ვი აქტებით;

4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს დასამ­ტ­კიცებლად წარუდგენს მერი.

5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;

დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შე­სახებ;

6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

8. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე , რომელსაც თა ­ ნამ ­ დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი , „ საჯარო სამსახურის შესახებ “ სა ­ ქარ ­ თველოს კანონით დადგენილი წესით .

9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერ­თე­ულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს ;

გ ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან და ­ კავ ­ შირებით , სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების , საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების , შვებულების , სამსახურებრივი მივლი ­ ნე ­ ბის ,  პროფესიული განვითარების   შესახებ „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ;

დ ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წე ­­ სებს , ფორმებსა და მეთოდებს , სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მო ­ ვა ­ ლეო ­ ბებს ;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წი­ნა­და­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გა­წეუ­ლი სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ხელწერით ადასტურებს სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუმენ­ტისა და სხვა მასალის გასვლას; 

ი) ასრულებს მერის, ასევე ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის გამგებლობის სფე­რო­ში შემავალ საკითხებზე მათ ცალკეულ დავალებებს;

10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11. (ამოღებულია - 16.03.2018, №18).

12. სტრუქტურული ერთეულის შიგნით შეიძლება არსებობდეს ცალკე ქვედანაყოფი (განყოფილება და ა.შ.).

13. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი, რო­მე­ლსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამ­სა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის უფლება-მოვალე­ობები გა­ნი­საზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.10.2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 21.12.2023წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 03.02.2026წ.


მუხლი 8. (ამოღებულია)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


თავი V
მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 9. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები   
1. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებია:    

ა) მერის ბრძანება;

ბ) ვიცე-მერის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დადგენილება.

11. მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართ ­ ვე ­ ლო ­ ბის კო ­ დექ ­ სის “ 54- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა . ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხ ­ ვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ბრძა ­ ნე ­ ბა .

12 . საქართველოს ორგანული კანონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართ ­ ვე ­ ლო ­ ბის კო ­ დექ ­ სი “ 54- ე მუხ ­ ლის პირველი პუნქტის „ ე . ვ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფ ­ ლე ­ ბა ­ მოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორ ­ ციე ­ ლების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სა ­ მარ ­ თლებრივი აქტი - განკარგულება .

2. მერის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართველოს ორგანული კანონით „ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომ­პეტენციის ფარგლებში გამოცემული მერის ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარ­მოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

3. ვიცე-მერის და მერის მოადგილის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართ­ვე­ლოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამ­დე­ბა­რე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემ­დეგ­ში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამართლებრივ აქტს წარ­მოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექ­სით“, წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დე­ბუ­ლე­ბით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

5. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სარეგის­ტრაციო კოდის, თა­რიღის, რიცხვის მინიჭების, ინდექსის და რეგისტრირების წესები განისაზღვრება შესა­ბამისი სამართლებრივი აქტით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


მუხლი 10. მერიის   თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების   სამართლებრივი   აქტების ძალაში   შესვლა ,  გაუქმება ,  შეჩერება და გასაჩივრება
1. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების , აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართ ­ ვე ­ ლო ­ ბის კო ­ დექ ­ სი “ 54- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე . ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელ ­ მო ­ წე ­ რისთანავე , თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი .

2. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების , აგრეთვე საქართველოს ორგანული კა ­ ნონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართ ­ ვე ­ ლო ­ ბის კო ­ დექ ­ სი “ 54- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე . ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სა ­ მართლებრივი აქტი საქართველოს კანონმ ­ დებ ­ ლო ­ ბით დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძ ­ ლე ­ ბა შეიცვალოს , შეჩერდეს , გაუქმდეს მისი გა ­ მომცემი თანამ ­ დებობის პი ­ რის / ორგანოს ან სასამართლოს მიერ . მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძ ­ ლე ­ ბა შეიცვალოს , შეჩერდეს და გაუქ ­ მ ­­ დეს ასევე მერის მიერ .

3. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების , აგრეთვე საქართველოს ორგანული კა ­­ ნონის „ ადგი ­ ლობ ­ რივი თვითმმართ ­ ვე ­ ლო ­ ბის კო ­ დექ ­ სი “ 54- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე . ვ 1 “ ქვე ­ პუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები სა ­ ჩივრ ­ დე ­ ბა სასამართლოში , კანონით დადგენილი წესით .

4. მერიის თანამდებობის პირის ( გარდა მერისა ) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმი ­ ნისტ ­ რაციულ - სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ – სასამართლოში , კანონით დადგენილი წესით .

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.


თავი VI
სამართლებრივი აქტების

და წერილების ბლანკების, აღწერილობა და ფორმა


მუხლი 11. სამართლებრივი აქტის, ბლანკის აღწერილობისა და ფორმის დამტკიცების წესი
მერის ბრძანების და წერილების ბლანკის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და მე­რიის სტრუქტურული ერთე­ულების ხელმძღვანელების სამარ­თლებრივი აქტის და წერი­ლე­ბის ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს მერი.

თავი VII
მერიის თანამდებობების პირები და საჯარო მოხელეები

მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები
მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:
ა) მერი;
ბ) ვიცე-მერი;
გ) მერის მოადგილე;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, სამსახური) უფროსი;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსი;
ვ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
კ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
ლ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


თავი VIII
მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 02.12.2025წ.


მუხლი 13. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყო­ბის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუ­შავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარ­მოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორ­ციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტი­რებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია, ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 02.12.2025წ.


თავი IX
სხვა დებულებები

მუხლი 14. სხვა დებულებები
1. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრის, რო­გორც თვით­მმა­რთველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დე­ბუ­ლე­ბის ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შე­ტა­ნა ან გაუქ­მე­ბა (არა­რა ინდივიდუალურ ადმი­ნი­ს­ტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღი­არება, ბათილად ცნო­ბა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მე­რის ად­მი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრე­ბუ­ლოს დადგენილე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.



კრებსითი — სრული ვერსია