|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან. |
|
დანართი № 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 22.11.2017წ . |
მუხლი 2.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1.
პრემია გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
2. პრემიის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 22.11.2017წ. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
|
1.გადაწყვეტილებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 3. გადაწყვეტილებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 22.11.2017წ. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით. |