საქართველოს მთავრობის
დადგენილება №151
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორ თვეში უზრუნველყოს შესაბამის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) 2006 წლის 1 დეკემბრამდე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების საფუძველზე დააფუძნოს ოთხი სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №162 - სსმ III, №118, 01.09.2006წ., მუხ.1603
5. დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
6. დადგენილება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №162 - სსმ III, №118, 01.09.2006წ., მუხ.1603