„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016168
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 25 აგვისტო

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (29/07/2014 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დებულების მე-2  მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება“.

2.  დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ს“ ქვეპუნქტი.

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

4. დებულებას დაემატოს 51 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51 .   საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას:

ბ) გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;    

გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

დ) გამგეობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, გამგეობის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებას და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ე)  ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;     

ვ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ზ) გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე

კრებსითი — სრული ვერსია