|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010, 100110000.22.038.016019) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მინისტრს დასანიშნად ან დასამტკიცებლად წარუდგინოს საბჭოს წევრი;“ 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომას, რომელიც დაკავშირებულია ამ დებულების მე-4 მუხლის გ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, წევრი, როგორც წესი, ესწრება უშუალოდ, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას, სხდომაზე დასწრება აგრეთვე შესაძლებელია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით და აღნიშნული გარემოებები ფიქსირდება სხდომის ოქმში.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|