ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-22
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.173.016030
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

(ძალადაკარგულია - 22.12.2017, №29)

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-4 და მე-5 მუხლების  შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით ;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 500 ლარის ოდენობით ;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000   ლარის ოდენობით ;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით .

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 3 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2017წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია