|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს №40 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი |
| მუხლი 1 |
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე). |
2.
შინაგანაწესის მიზნებია: |
ა)
სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; |
ბ)
შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; |
გ)
მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; |
დ)
სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; |
ე)
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა; |
ვ)
მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა. |
3.
შინაგანაწესით განისაზღვრება: |
ა)
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; |
ბ)
დღის განმავლობაში შესვენების დრო; |
გ)
დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; |
დ)
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; |
ე)
ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი; |
ვ)
მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი; |
ზ)
მოსამსახურის მივლინების წესი; |
თ)
სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი; |
ი)
მოსამსახურის მოვალეობანი; |
კ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; |
ლ)
მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა; |
მ)
გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი; |
ნ)
წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. |
| მუხლი 2 |
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5- დღიანი სამუშაო კვირით .
2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ - დან 18.00 სთ - მდე . სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი .
3. იმ მოსამსახურეთათვის , რომელთაც ჰყავთ ერთი წლიდან 15 წლამდე ასაკის შვილები სამუშაო დრო შესაძლოა დაიწყოს დილის 09.00 სთ - დან 10.00 სთ - მდე , და შესაბამისად , დასრულდეს 18.00- დან 19.00 სთ - მდე .
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , მოსამსახურე , შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით , დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ( დეს ) მეშვეობით , მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელს განცხადებით , რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი .
5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება , მინისტრის შესაბამისი რეზოლუციით , ეგზავნება ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს .
6. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ - დან 14.00 სთ - მდე . 7. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით , სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით .
საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის 2015 წლის
9 დეკემბრის
ბრძანება №
236
- ვებგვერდი,
10.12.2015
წ. |
| მუხლი 3 |
1.
მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია. |
2.
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით. |
3.
გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). |
| მუხლი 4 |
1.
სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს მინისტრს. |
2.
სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი და ვრცელდებოდეს ერთ ან რამდენიმე მოსამსახურეზე. |
3.
მინისტრის ზოგადი ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას. |
4.
მინისტრის ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. |
5.
მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამსახურეებისათვის (მოსამსახურისთვის) გაცნობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში-ადმინისტრაციული დეპარტამენტი). |
6.
სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
1.
მოსამსახურეების შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. |
2.
კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსათვის ასიგნების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემირების და/ან კანონით გათვალისწინებული დანამატის შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების/დანამატის ოდენობის მითითებით. |
3.
მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით. |
4.
მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 6 |
1.
მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შვებულებით. |
2.
შვებულების შესახებ მოთხოვნის განცხადება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ვიზირებით) წარედგინება მინისტრს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 5-დღიანი ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას. |
4.
მოსამსახურის შვებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
5.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან/და კურატორი მინისტრის მოადგილე უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე უარი დააფიქსიროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით. |
6.
მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება. |
7.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო წელს გადატანა. |
8.
სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. |
| მუხლი 7 |
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება მინისტრის ბრძანებით , რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი .
2. მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ( დეს ) მეშვეობით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით ( ვიზირებით ) წარედგინება მინისტრს სამივლინებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც .
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მივლინება , რომლის მიზეზიც უნდა იქნეს ასახული მივლინების შესახებ მოხსენებით ბარათში .
4. მივლინების ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის ( პირების ), მივლინების მიზნის , მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღების , მივლინების ადგილის ( ადგილების ), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ , აგრეთვე , მომწვევი მხარის მიერ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ .
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ( დეს ) მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს მივლინების თაობაზე ანგარიში მოხსენებითი ბარათის სახით ( მინისტრის , მინისტრის მოადგილეებისა და მძღოლების გარდა ).
6. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით დაფინანსებული მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
7. სამივლინებო თანხების ანაზღაურება განხორციელდება ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და მე -6 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბუთების ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარდგენის საფუძველზე .
8. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 3 დღის ვადაში , ხოლო თუ მე -3 დღე ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა , ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ , ასეთის არსებობის შემთხვევაში . 9. ამ მუხლის მე -8 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე , ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში . საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება № 236 - ვებგვერდი, 10.12.2015 წ. |
| მუხლი 8 |
1.
მოსამსახურე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. |
2.
წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ, მოსამსახურე ვალდებულია, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №1) და მიაწოდოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. |
3.
წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით, შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №1) და მიაწოდოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.“ |
4.
ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს 5 სამუშაო დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 სამუშაო დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ. |
5.
საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.) მოსამსახურე ვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №1) დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიზეზის მითითებით და მიაწოდოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. |
| მუხლი 9 |
1.
მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს სამუშაო აღწერილობის ფორმა (დანართი №2). |
2.
მოსამსახურე ვალდებულია: |
ა)
პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი; |
ბ)
სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; |
გ)
შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; |
დ)
დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; |
ე)
გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; |
ვ)
დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და შინაგანაწესი; |
ზ)
გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს; |
თ)
წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე. |
3.
დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება. |
4.
დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება .
|
5.
აკრძალულია სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევა , გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა / ადგილებისა .
|
6.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ოფიციალური ჩაცმულობის სტილი .
|
7.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია ატაროს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა .
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება № 236 - ვებგვერდი, 10.12.2015 წ. |
| მუხლი 10 |
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 11 |
1.
სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი . |
2.
მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია: |
ა)
ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის; |
ბ)
ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს; |
გ)
არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ. |
4.
სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის აქტი (დანართი №3). |
| მუხლი 12 |
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №4) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. |
| მუხლი 13 |
1.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა. |
2.
შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. |
3.
შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და შიდა აუდიტის დეპარტამენტი. |
4.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენების შესახებ მინისტრის წინაშე მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსსა და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენების შესახებ მინისტრის წინაშე მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება, აგრეთვე აქვს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს. |
5.
გადაწყვეტილებას მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს მინისტრი. |
6.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. |
7.
მინისტრს უფლება აქვს მოსამსახურეს ვადამდე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ. |
8.
თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. |
9.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად. ერთი პირი რჩება სამინისტროში, მეორე პირი კი გადაეცემა თვითონ მოსამსახურეს. |
10.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში. |
| მუხლი 14 |
1.
შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის. |
2.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
3.
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით. |
4.
ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. |
5.
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
|
დანართი
№1
|
სამსახურიდან
დროებით
გათავისუფლების
ფორმა
|
დამატებითი ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) _______________________________________________________________________________ . |
დანართი
№2
|
|
დანართი
№3
|
მატერიალური
ფასეულობის
ადმინისტრაციული
შენობიდან
გატანის
აქტი №
ქ . თბილისი „-----” ----------------------“ 20------- წ .
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება ---------------------------------------------------------
გადაადგილების საფუძველი -------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
გატანა დადასტურებულია :
ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ---------------------
გატანაზე პასუხისმგებელი პირი ( პირები ) --------------------------------------
-------------------------------------- -------------------------------------- ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ---------------------------- ----------- |
დანართი
№4
|
შემოვლის
ფურცელი
------------------------------------------------------------------------------------------------------
(
მოსამსახურის
გვარი
,
სახელი
)
სტრუქტურული
ქვედანაყოფი
:
___________________________________________________________________________
(
დასახელება
)
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი
:
___________________________________________________________________________
(
ხელმოწერა
)
ადმინისტრაციული
დეპარტამენტის
მატერიალურ
-
ტექნიკური
უზრუნველყოფისა
და
ქსელის
ადმინისტრირების
სამმართველო
____________________________________________________________________________
(
პასუხისმგებელი
პირის
ხელმოწერა
)
ადმინისტრაციული
დეპარტამენტი
:
_________________________________________________________________________
(
პასუხისმგებელი
პირის
ხელმოწერა
)
მოსამსახურის
ხელმოწერა
-------------------------------------
თარიღი ___________________________________________ . |