„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
144
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-29
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016398
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №144

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებით (სსმ, 010320020.22.038.016119, 21.06.2012) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო დრო განისაზღვრება 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. მოსამსახურისათვის შესვენების დრო განისაღვრება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.“.

 

2. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

3. დანართი N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №1

 

 

შ ე მ ო ვ ლ ი ს   ფ უ რ ც ე ლ ი

 

მოსამსახურის სახელი, გვარი: -----------------------

დაკავებული თანამდებობა: --------------------------

გათავისუფლების თარიღი: ---------------------------

 

 

მატერიალური ფასეულობები

პასუხისმგებელი სტრუქტურული

ქვედანაყოფი

 

უფლებამოსილი

თანამდებობის

პირის ხელმოწერა

 

ჩაბარების

თარიღი

შენიშვნა

 

ინვენტარი

ეკონომიკური დეპარტამენტი

 

 

 

კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი ბეჭედი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი მოწმობა

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი პასპორტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

დიჯიპასი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი -საშტატო იარაღი

გენერალური ინსპექცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია