„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აისი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „აისი“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის N32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
115/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-02
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016850
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აისი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „აისი“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის N32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №115/ნ

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აისი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „აისი“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის N32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აისი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „აისი“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის N32/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016298) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია