„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, დადგენილი წესით, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ასევე განსაზღვრავს დანამატის ოდენობას”.
|