|
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.116.016.016175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით: ა) დილის სხდომა 11:00-დან 13:00-მდე; ბ) საღამოს სხდომა 15:00-დან 18:00-მდე; გ) შესვენებები: 12:00-დან 12:15-მდე; 13:00-დან 15:00-მდე; 16:30-დან 17:00-მდე”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|