საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №578
1997 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მ. დვალისა და თ. ნათიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ერის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის, ძეგლების მოძიება-ფიქსაციასა და არქიტექტურის და მონუმენტური ფერწერის ძეგლების აღდგენა-გადარჩენაში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს კულტურის სამინისტროს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველოს მუშაკები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით:
მალაქია დვალი – მთავარი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
თამაზ ნათიძე – სამმართველოს უფროსის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.
ე.შევარდნაძე