ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს #18 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016115
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს #18 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2014 წლის 18 აგვისტო

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №18 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge  07.08.2014 წ.) სათაურში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

    „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
 შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №18 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge  07.08.2014 წ.) დადგენილებითი ნაწილის 1-ლ მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

    „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“.

მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №18 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  დანართის 1-ლ მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“.

მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია