„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
503
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.018123
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №503

2014 წლის  18 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს   მთავრობის      2013   წლის   5   დეკემბრის      №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/12/2013,  480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული    საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის (დანართი №1) მე-6  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობა კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2014  წლის  15  სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია