ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N6 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.170.016038
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N6 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №6 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის  №6 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკონონმდებლო მაცნე“, ს/კ 010250050.35.170.016006, 24.07.2014) შეტანილ იქნას შემდეგი დამატება, კერძოდ:

1. კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:

ზ)  „გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია

კრებსითი — სრული ვერსია