„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილეების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3631
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-13
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.002.412
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილეების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 20.12.2005, მუხ. 358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა – 28 000 (ოცდარვა ათასი) კაცი თანდართული მონაცემების შესაბამისად.“.

2. კანონის თანდართული მონაცემები საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„მონაცემები

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ 2006 წელს

სამინისტროს დასახელება

პირადი შემადგენლობის რაოდენობა 2006 წელს

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა სულ

28000

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

28000

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                  “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 ოქტომბერი.

№3631–IIს

კრებსითი — სრული ვერსია