საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1403
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური პირობების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი