საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე დავით ებრალიძის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე დავით ებრალიძის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1423

2014 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე დავით ებრალიძის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დავით ებრალიძის საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზეასარჩევად წარდგენას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია