|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 360160000.22.023.016147) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
,,ი) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს, მათ შორის „სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად ანაწილებს სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციას”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|