„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანების (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე ყოველთვიურად შესაძლებელია გაიცეს ხელფასზე დანამატი, რომლის ოდენობასაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.“.
|