საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №12
1998 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
გ. ბათიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მწერალი-დრამატურგი გურამ ბათიაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე