საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9
1998 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
თ. გოცაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი თეიმურაზ გოცაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე