|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 24/05/2013). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახური |
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი (საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე) და ბლანკი. |
4.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. |
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №34. |
თავი II
სამსახურის შემადგენლობა |
მუხლი 2.
სამსახურის შემადგენლობა |
სამსახურის შემადგენლობაში შედის სამსახურის უფროსი და სამსახურის მოხელეები. |
თავი III
სამსახურის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები |
მუხლი 3.
სამსახურის საქმიანობის მიზნები |
1.
სამსახურის საქმიანობის მიზანია მოსახლეობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვა, სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, ხანძრების ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება. |
2.
სამსახური ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტაქტიკურ სწავლებებში. |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები |
მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია: |
ა)
ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება; |
ბ)
ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიაზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; |
გ)
სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია; |
დ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 5.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფლება-მოავალეობები |
1.
სამსახურს უფლება აქვს: |
ა)
გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; |
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები; |
გ)
მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; |
დ)
კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის; |
ე)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; |
ვ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; |
ზ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. |
2.
სამსახურის მოვალეობაა: |
ა)
გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები გამგებელს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას; |
ბ)
განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები; |
გ)
უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო, პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ; |
დ)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. |
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები |
მუხლი 6.
სამსახურის მართვა |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; |
2.
სამსახურის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; |
ბ)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; |
დ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; |
ე)
პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; |
ვ)
სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს; |
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
თ)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით; |
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; |
კ)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; |
ლ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით; |
მ)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 7.
სამსახურის მოხელეები |
1.
სამსახურის მოხელე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე. |
2.
სამსახურის მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
3.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. |
4.
სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უსასყიდლოდ, ნორმის ფარგლებში. |
5.
სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
|
მუხლი 8.
სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
|
1.
სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: |
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; |
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; |
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: |
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; |
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; |
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; |
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; |
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
|