„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2644-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-18
სარეგისტრაციო კოდი
140100000.05.001.017503
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2644-რს

კრებსითი — სრული ვერსია