„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2650-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-18
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.017501
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2650-რს

კრებსითი — სრული ვერსია