„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
238
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-14
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016664
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №238

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 


მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის (სსმ, №172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) 3711 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აუდიტორის მიერ ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით შედგენილი ანგარიშის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის ნორმები და გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყოს მედიაციის პროცესი, მიუხედავად იმისა, თავდაპირველად შედგენილი ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად ან ნაწილობრივ იყო თუ არა აღიარებული. ამასთან, თუ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, ამ შემთხვევაში მედიაციის პროცესი დაიწყება, მხოლოდ ხარისხის კონტროლის დასრულების შემდეგ განსაზღვრულ შედეგებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია