საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №806
1996 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. დადიანის და ხ. სირაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის საქმეში მიღწეული წარმატებებისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ქ. თბილისის გ. ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგები საქართველოს დამსახურებული მასწავლებლები - სკოლის დირექტორი მზია დადიანი და დირექტორის მოადგილე ხათუნა სირაძე დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე