„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლს 29‑ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე და 31-ე პუნქტები:
„30. 2014 წლის 1 აპრილამდე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 აპრილიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
31. 2014 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 24 საათის განმავლობაში, 2014 წლის 2 სექტემბრის 00:00 საათამდე.“.
|