საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1370
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017491
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1370

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში  არსებული, ქ. თბილისში, უნივერსისტეტის ქ. №2-ში მდებარე 375 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.008.080) აუქციონის გარეშე, შპს „ZINI“-სათვის (ს/კ №430797836), 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 აგვისტომდე, იჯარის ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია