საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017480
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1366

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) 2014 წლის 21 ივლისის №3 და 2014 წლის 24 ივლისის №4 სხდომების ოქმების გათვალისწინებით:

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის დაგეგმილი შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს №01/162-87 გაფორმებული ხელშეკრულების დანართში და მასში აისახოს შესასყიდი ობიექტის ფასის ზრდა – 354 471 ლარის ფარგლებში. შესყიდვების განხორციელების შედეგად ამჟამად მოქმედი 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-87 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (5 400 353 ლარი) ზემოთ ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯების დაფარვა დაევალოს სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებიდან. 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-87 ხელშეკრულების დანართში ცვლილების საფუძველზე, შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) შეცვლის შემთხვევაში, ამ სახის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. შევიდეს ცვლილება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-89 და №01/162-90 ხელშეკრულებებში და აღნიშნულ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბერი.

3. მოწონებულ იქნეს სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ კომისიის 2014 წლის 21 ივლისის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით, ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა №17-ში განთავსებული ნაგებობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი დაფინანსდეს არა უმეტეს სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების – 580, 40 ათასი ლარის ფარგლებში, პროექტთან დაკავშირებით სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის №003585914 დასკვნაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

4. დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომისიის 2014 წლის 21 ივლისის №3 სხდომის ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების პირობათა განსაზღვრის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან.

5. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აგრარული ფაკულტეტისათვის საჭირო ლაბორატორიული დანადგარების შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შევიდეს ცვლილება სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-90 ხელშეკრულების დანართში და მასში აისახოს შესასყიდი ობიექტის ფასის ზრდა – 348 669.55 ლარის ოდენობის ფარგლებში. შესყიდვების განხორციელების შედეგად, ამჟამად მოქმედი 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-90 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ზემოთ ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯების დაფარავა დაევალოს სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებიდან. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №01/162-90 ხელშეკრულების დანართში ცვლილების საფუძველზე შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) შეცვლის შემთხვევაში, ამ სახის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. ხელშეკრულებით განისაზღვროს, მიმწოდებლისთვის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ავანსად გაცემის შესაძლებლობა. კომისიას 2014 წლის 24 ივლისის სხდომაზე განხილული შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) ცვლილება მიაჩნია მიზანშეწონილად.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

      

კრებსითი — სრული ვერსია