საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1334
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017472
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1334

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში დაბა ბაკურიანსა და დაბა გუდაურში ველოსპორტის პოტენციალის კვლევის და პროექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია