შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1350
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017463
შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1350

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობის განსაზღვრის შესახებ

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე‑19 მუხლის მე‑7 და მე‑12 პუნქტების შესაბამისად, შპს „ქართული კვების კომპანიას“ განესაზღვროს განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობა და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან, შპს „ქართული კვების კომპანიასა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმებული №488 ხელშეკრულების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                       ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია