შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1347
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017459
შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1347

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ერ სი აი ჯორჯია“ (ს/კ №200099534) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ შორის 2007 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან (გარდა, შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ნაწილის – 100 000 (ასი ათასი) ლარისა).

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია