„საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „Lazard Freres“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1039 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1339
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017448
„საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „Lazard Freres“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1039 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1339

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „ Lazard Freres“ -ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1039 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „Lazard Freres“-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმება „საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „Lazard Freres“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ „Lazard Freres“-სთან დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1039 განკარგულებაში და ამოღებულ იქნეს პირველი და მე-3 პუნქტები.

  3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და „Lazard Freres“-ს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია