ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2024-06-24
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.158.016170
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 24.06.2024, №12)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.დ” ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 40 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 ლარი;
ვ) ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 10%-ისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის  №55  დადგენილება  (ვებგვერდი, 30/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.158.016063).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

კრებსითი — სრული ვერსია