„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2633-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-11
სარეგისტრაციო კოდი
360050000.05.001.017489
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2633-რს

კრებსითი — სრული ვერსია