|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 30.12.2013) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
მუხლი 1.
|
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე- 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ზ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).“. |
მუხლი 2.
|
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“. |
მუხლი 3.
|
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“. |
მუხლი 4.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|