|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N8 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:
ფ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ; ქ)კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული ძეგლებისა და სხვა ღირებულებათა დაცვა-შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|