საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 306-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 306. საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე
საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,–
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3517–რს