საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №755
1997 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
პ. ნასყიდაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში გენეტიკისა და სელექციის მეცნიერების განვითარებაში, მეცნიერული მიღწევების პროპაგანდასა და დანერგვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე პეტრე ნასყიდაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე